თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების დადგენილების პროექტის თანახმად, მტკიცდება თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის შვიდი ქვეპროგრამის : „დაავადებათა სკრინინგის“, „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“, „ტრანსპლანტაციის“, „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების“ და „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამების განხორციელების წესები.
სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების დადგენილების პროექტის პირველი მუხლის „ა“ პუნქტით მტკიცდება „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“ განხორციელების წესი”, რომელიც ქვეპროგრამის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს განსაზღვრავს. „ბ“ პუნქტით - „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, რომლითაც ქვეპროგრამის მოსარგებლეების კატეგორიები, ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა და ანგარიშგების პირობები განისაზღვრება. 2020 წელს მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, წარმოდგენილი პროექტით, პირები რომლებსაც 2020 წელს ამ ქვეპროგრამის ფარგლებში, მომსახურე ბანკში პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხათ ფულადი დახმარება და 2021 წლის 16 იანვრის მდგომარეობით არსებული ინფორმაციის მიხედვით აკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ პირობებს, თანხას იმავე საბანკო ანგარიშზე მიიღებენ. „გ“ პუნქტით - „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი”, კერძოდ ქვეპროგრამის მოსარგებლეების კატეგორიები, ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა, ქვეპროგრამაში ჩართვის პირობები და ანგარიშგების ფორმა. „დ“ პუნქტით - „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების და სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების“ ქვეპროგრამების განხორციელების წესი”, რომლითაც განისაზღვრება ქვეპროგრამების მოსარგებლეების კატეგორიები, ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა, ქვეპროგრამაში ჩართვის პირობები და ანგარიშგების ფორმა. „ე“ პუნქტით - „უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ ქვეპოგრამების განხორციელების წესი“. „ვ“ პუნქტით - „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში” ქვეპროგრამის ფარგლებში „სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების ღირებულების ანაზღაურების წესი“ და „ზ“ პუნქტით - „შინმოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“.
დღევანდელ სხდომა მსჯელობა ასევე შეეხო თბილისის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცებასაც. აღნიშნული საკითხი საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ წარმოადგინა.
პროექტით იცვლება წესის სათაური, რათა ის შესაბამისობაში მოვიდეს თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №71-134 დადგენილებასთან. წარმოდგენილი წესის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კომპენსაციის მიმღები პირების სიის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში მისი დაკორექტირება და ახალი სიის დამტკიცება საბჭოს მიერ ხორციელდება მომდევნო წლის იანვრის თვეში. წარმოდგენილი ცვლილება ახლებურად მოაწესრიგებს საკითხს და სიის დამტკიცება მოხდება ახალი საბიუჯეტო წლის იანვრის თვეში, დამტკიცებული ბიუჯეტისა და განსაზღვრული ქვეპროგრამის საფუძველზე.
ახლებურად ყალიბდება წესის მე-10 მუხლი და ვინაიდან პრაქტიკაში კომპენსაციის გაცემის ხანგრძლივობა მიეთითება ქირის დანიშვნის ბრძანებაში და განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ კომპენსაციის შეწყვეტის თაობაზე ხელახალი მსჯელობის საჭიროება არ დგას. პროექტი ასევე ითვალისწინებს წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც კომპენსაციის მიმღებ პირებს, რომლებსაც 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით უნაზღაურდებოდათ დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია, 2021 წლის იანვარში დამტკიცებული სიის მიხედვით, გაუგრძელდებათ კომპენსაციის გაცემა.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023