თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინეს.
როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით მოქმედი მუნიციპალური პროგრამების მოქმედება 2021 წელსაც გრძელდება.
დღესვე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თბილისის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის № 51 - 104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხიც განიხილეს.
სხდომაზე აღნიშნა, რომ თბილისის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით ხორციელდება. წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების შესახებ წინადადებები. მოძიებული რესურსების გათვალისწინებით, ასიგნებების გადანაწილების შედეგად სხვა პროგრამა-ქვეპროგრამებთან ერთად ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დაფინანსებაც იზრდება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023