თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა. სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის № 51 - 104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების თაობაზე იმსჯელეს.
განსახილველი საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა. სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით ხორციელდება, რომლის თანახმად, შემოსავლების ნაწილში სხვა კაპიტალური გრანტები იზრდება.
„წარმოდგენილ პროექტში, გათვალისწინებულია თბილისის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობის და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის დამატებითი მოთხოვნების შესახებ წინადადებები, რაც ხორციელდება მიმდინარე პერიოდში ჩატარებული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებისა და სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ღონისძიებების ღირებულების დაზუსტებით გამოთავისუფლებული რესურსების ხარჯზე.
მოძიებული და დამატებითი რესურსების გათვალისწინებით ასიგნებები გადანაწილდა შემდეგ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, მათ შორის იზრდება შემდეგი პროგრამისა და ქვეპროგრამის ასიგნებები: ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება, ტრანსპლანტაცია, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება და სხვა“,- აღინიშნა სხდომაზე.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023