თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს დეპუტატებს სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარუდგინა.
ცვლილებების თანახმად, რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცემათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორებსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებს (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ თანამშრომლებს.
დღესვე, კომისიის წევრებმა ა(ა)იპ სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორს დავით დოლიძესაც მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023