თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
ცვლილებები კომისიის წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
საკრებულოს წევრებმა, სხდომაზე, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგმის განხორციელების წესში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, უკვე არსებულ კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიან ინდივიდუალურ ან ჯგუფური სეანსს, სეანსის განხორციელების კიდევ ერთი ალტერნატიული საშუალება - ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) მოდელი ემატება.
დეპუტატებმა ასევე განიხილეს წარმოდგენილი ცვლილებები, რომლებიც ტრანსპლანტაციის, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებისა და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამების განხორციელების წესებს ეხება.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023