თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი, რომელიც ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესს ეხება, კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსმა ნათია ვერძაძემ წარმოადგინა.
აღნიშნულ საკითხს კომისიის წევრებმა საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის დადებითი რეკომენდაცია მისცეს.