თბილისის საკრებულოში გამართულ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესის შესახებ იმსჯელეს.
საკითხი კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
მისი თქმით, თუ ადრე დაფინანსების განხორციელებისთვის რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება იყო საჭირო, წარმოდგენილი ცვლილებით, ერთ-ერთი პირობის არსებობა დაფინანსების მიღებისთვის საკმარისი ხდება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე წარდგენისთვის დადებითი რეკომენდაცია მისცეს.