11 სექტემბერი 2018
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი დოხტურიშვილმა წარუდგინა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“ უზრუნველყოფს მის ბაზაზე არსებული ელექტრონული საინფორმაციო პროგრამის დანერგვას ქვეპროგრამის მიმწოდებლებთან განმახორციელებლის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
ამასთანავე, განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს ცენტრის/მისი კონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას.
ცენტრი ასევე უზრუნველყოფს ქვეპროგრამის მიმწოდებლის/მისი კონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას.
შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი კი ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით განისაზღვრება.