დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი უძღვებოდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესში ცვლილების თაობაზე ინფორმაცია დეპუტატებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კოორდინატორებმა ქეთევან ველთაურმა და ანი ჩაგარიძემ წარუდგინეს.
პროექტით შემდეგი ქვეპროგრამების: „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის“, „პროსტატის კიბოს სკრინინგი“, „კოლორექტული კიბოს სკრინინგი“, „სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის“ განხორციელების წესები და პროცედურები მცირე ცვლილებებით და კორექტირებებით დამტკიცდა.
კომისიის წევრებმა დღესვე თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და საკითხს მხარი დაუჭირეს.