თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ხელმძღვანელობდა.
კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის #33-92 დადგენილებაში ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს, რომელთა შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ნათია ვერძაძემ წარუდგინა.
ცვლილება, ძირითადად, აღნიშნულ წესში გარკვეული ტექნიკური ხასიათის შესწორებებს ითვალისწინებდა და კომისიის წევრებმა მას ერთხმად დაუჭირეს მხარი.