თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის #33 - 129 დადგენილებაში განხორციელებულ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
საკითხი დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა წარუდგინა.
გელა ჩივიაშვილის ინფორმაციით, ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ის ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგის და აღდგენითი თერაპიის ქვეპროგრამის განხორციელების წესში რამდენიმე პუნქტის დამატებას გულისხმობს.
სხდომას, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ხელმძღვანელობდა, საკრებულოს წევრები და თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.