თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და საციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის #33-129 დადგენილებაში განხორციელებულ ცვლილებებს.
საკითხი დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა წარმოუდგინა.
სოფო ასპანიძის ინფორმაციით, ცვლილება შევიდა წესში, რომელიც განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ‘’ განხორციელების პირობებსა და პროცედურებს, კერძოდ, ცვლილების თანახმად, ექსპერტების რეკომენდაციისა და ავადმყოფების მომართვიანობის საფუძველზე ბენეფიციართა ასაკი 30 წლიდან 40 წლამდე გაიზარდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ‘’ დადგენილების პირველ მუხლს ,, თ’’ ქვეპუნქტი დაემატა, რომელიც ძუძუს ადრეული კიბოს მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესს გულისხმობს.
წარმოდგენილი წესი პროგრამების განხორციელების პირობებსა და პროცედურებს განსაზღვრავს. კერძოდ, ქვეპროგრამით მოსარგებლეები ისინი არიან, ვისაც პირველადი ლოკალიზაციის HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს დიაგნოზი აქვთ და ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდგომი ტარგეტული თერაპია ესაჭიროებათ. ქვეპროგრამით გათვალიწინებული დაფინანსება მატერიალიზებული ვაუჩერით ხორციელდება და ბენეფიციარებს მკურნალობის 1 წლიანი კურსი უფინანსდებათ.
სოციალურად დაუცველებს , რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს აღემატება, მედიკამენტის ღირებულება 100%-ით, ხოლო სხვა დანარჩენს კი 80% -ით უფინანსდება.
დღესვე ტექნიკური ცვლილება განხორციელდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ წესშიც.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი სოფო ასპანიძე და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის იურისტი მარი ჩივაძე ესწრებოდნენ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023