01 მარტი 2019
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა დაცვის კომისია გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტი განიხილეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ცვლილების ფარგლებში იზრდება დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ასიგნენები, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსება. ცვლილება შეეხება სხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებსაც.
სხდომაზე განსახილველი საკითხი კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
აღნიშნულ საკითხს კომისიის წევრებმა საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის დადებითი რეკომენდაცია მისცეს.