14 აგვისტო 2020
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტიცების შესახებ იმსჯელეს.
საკითხის თაობაზე ინფორმაცია კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსმა ნათია ვერძაძემ მიაწოდა.
დეპუტატებმა სხდომაზე წარმოდგენილი ქვეპროგრამის წესზე, განხორციელების პირობებზე დაფინანსების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.