საკრებულოში გამართულ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების 2020 წლის ანგარიში მოისმინეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა, დეპუტატებს ანგარიში თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამები 2020 წლის ანგარიშის ფარგლებში გელა ჩივიაშვილმა ისაუბრა დაავადებათა სკრინინგის პროგრამაზე, გამოყო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებულ შემთხვევათა ჯამური რაოდენობა და ანაზღაურებული თანხა დაწესებულებების მიხედვით. ისაუბრა ქვეპროგრამით განსაზღვრული ლაბორატორიულ კვლევებზე. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია 86 333 ათასი კვლევა.
ანგარიშში ასევე საუბარია გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის პროგრამაზე და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებასა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის შედეგებზე.
ანგარიშის მიხედვით დაგეგმილი იყო თვეში 1000 ბავშვისათვის მომსახურების გაწევა, ხოლო მომსახურება გაეწია 1230 ბავშვს.
რაც შეეხება ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამას, ანგარიშის მიხედვით დაგეგმილი 144 პაციენტის დაფინანსების ნაცვლად დაფინანსდა 158 პაციენტი.
ანგარიშში ასევე საუბარია ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამაზე. „2020 წლის იანვარი-დეკემბრის თვეებში აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ორივე კომპონენტში დაფინანსდა 191 შემთხვევა, რომლის ჯამურმა თანხამ შეადგინა 9,374,297 ლარი“, - ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების პროგრამას, ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 170 ბენეფიციარს.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ასევე მოისმინეს სოციალური დაცვის ქვეპროგრამების 2020 წლის ანგარიში.
გელა ჩივიაშვილმა კომისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კომუნალური სუბსიდირების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების, შშმ პირთა ჯანმრთელობის, ემოციური ფონის და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერის, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში უფასო სწავლების, ხელოვნების სკოლებში უფასო სწავლების, სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში უფასო სწავლების, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების, ომის ვეტერანთა დახმარების, მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ხელშეწყობის, პალიატიური ზრუნვის, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების, სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსების, სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების, შინმოვლის თანადაფინანსების და შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023