თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სოციალური პარტნიორობის საქველმოქმედო ფონდის წერილი განიხილეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, ფონდი სოციალურად დაუცველ მარტოხელა ადამიანებს და ომის ვეტერანებს საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყობს და ამ ეტაპზე 318 ბენეფიციარს ემსახურება.
ფავლენიშვილის თქმით, ფონდი ბენეფიციართა რიცხვის გაზრდას 500-მდე გეგმავს და დახმარებისთვის თბილისის საკრებულოს მომართა.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომას თბილისის ყველა რაიონის გამგებლის მოადგილეები ესწრებოდნენ, რომელთაც ირაკლი ფავლენიშვილმა მათ რაიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველთა და ომის ვეტერანთა სიის შედგენა დაავალა. გამგებლის მოადგილეებმა საქველმოქმედო ფონდის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ საკრებულოს ზემოთხსენებულ სიას უახლოეს პერიოდში მოაწვდიან.
დღესვე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მოწვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს ზრუნვის პლათფორმის შინმოვლის სერვისების მიწოდების სტანდარტების შემოღების თაობაზე პრეზენტაცია გამართეს, ასევე ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთათვის სამკურნალო-საკონსულტაციო პროგრამის დანერგვასა და გადაუდებელი ფსიქოლოგიური სატელეფონო მომსახურების, ე.წ. ნდობის ტელეფონის აღდგენის აუცილებლობაზე იმსჯელეს.
აღნიშნულ საკითხს კომისიის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. რაც შეეხება ნარკომომხმარებელ ქალთა სამკურნალო მუნიციპალურ პროგრამას, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, აქ გარკვეული კითხვები არსებობს და იგი დეტალურ განხილვას საჭიროებს.
კომისიაზე გადაწყდა, რომ ამ პროგრამის განხილვა მომავალშიც გაგრძელდება.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023