13 მარტი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ელექტრონული საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
სხდომას, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ხელმძღვანელობდა, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ბარკალაია და ცენტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაკა გვარამია ესწრებოდნენ.
სსიპ-ს წარმომადგენლებმა დეპუტატებს დეტალურად განუმარტეს აღნიშნული წესის მნიშვნელობა.
თემურ ბარკალაიას თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დგინდება ელექტრონული საქმის წარმოების წესი, რომელიც ცენტრის დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმის წარმოებისა და მომსახურების განხორციელების პირობებს არეგულირებს.
კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ელექტრონული საქმის წარმოების წესი ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდას.
დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.