თბილისის საკრებულოში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა მშობლებთან, სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გამართულ შეხვედრას, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ გახსნა, შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ამგვარი შეხვედრები, დარგის ექსპერტებთან, ბავშვების მშობლებთან ურთიერთობების გაძლიერებასა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დანერგვას ისახავს მიზნად.
სამუშაო შეხვედრაზე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის წესში შესატან ცვლილებებზე, მუნიციპალიტეტში მოქმედ პროგრამებში ჩართულობაზე, კუთვნილი სერვისების მისაწვდომობასა და ბენეფიციარების ზოგად საჭიროებებზე ისაუბრეს.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრის დროს, დამსწრეებმა კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და საგნობრივად განიხილეს საკითხები, რომლებიც ბენეფიციარების საჭიროებებს ეხებოდა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023