თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ ადმინისტრირებად პროგრამებზე იმსჯელეს და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი პროგრამების შესახებ კომისიის წევრებს ინფორმაცია მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ციალა ჯელაძემ მიაწოდა.
მან ვრცლად ისაუბრა ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც ადმინისტრირებას მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური უწევს.
ჯანდაცვის პროგრამებიდან ყურადღება გამახვილდა დაავადებათა სკრინინგზე, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიურ კონტროლზე, გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებაზე, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციაზე, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებაზე, ტრანსპლანტაციაზე.
რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, კომისიის წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს: სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დაფინანსება, კომუნალური სუბსიდირება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება, უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, სასახლეში, ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება, ომის ვეტერანების დახმარება, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარება, შშმ პირთა საკურორტო მომსახურება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შინმოვლის თანადაფინანსება, სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის ხელშეწყობა, მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ხელშეწყობა, მგზავრობის შეღავათიანი საფასურით სარგებლობისთვის ბარათების დამზადება.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი პროგრამების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023