დღეს თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე უძღვებოდა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს ინტერესის გამოხატვისა და ღონისძიებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, რიტა ხიდირბეგიშვილმა აღნიშნა, დღეიდან საკრებულოში ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან შეხვედრების სერია იწყება, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს იმ პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია, რომელთაც დედაქალაქის მერია ახორციელებს.
ამჯერად, ღონისძიების მასპინძელი თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია იყო. კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ბირბიჩაძემ ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფის შეკითხვებს უპასუხა.
,,შეხვედრების სერია გახდება ერთგვარი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციას დედაქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გავაცნობთ, მივიღებთ შეკითხვებსა და ინიციატივებსაც.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრეთა მხრიდან დაისვა არაერთი რელევანტური შეკითხვა, რომლებიც მათ განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. სწორედ მათი ინტერესიდან გამომდინარე დღევანდელი შეხვედრა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს თემატიკას დაეთმო,“- განაცხადა ნინო რუხაძემ.
შეხვედრების სერია საკრებულოში სხვადასხვა კომისიასთან თანამშრომლობით, არაერთ თემატიკასთან კავშირში გაიმართება.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023