თბილისის საკრებულომ დღის ცენტრის, „მშობელთა ხიდის“, პარაორკესტრს უმასპინძლა. ღონისძიება დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით გაიმართა.
ამიერკავკასიაში ერთადერთი პარაორკესტრის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური ნომრებისგან შემდგარი ახალი პროგრამა წარუდგინეს. საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც გამოიფინა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პარაორკესტრის წევრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ამ ნიჭიერ ბავშვებზე ზრუნვა და მათი ნიჭის რეალიზებისა და განვითარებისთვის ხელის შეწყობა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა.
„უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა პირადად ჩემზე და, დარწმუნებული ვარ, თითოეულ დამსწრეზეც ამ სივრცეში მოსმენილმა და ნანახმა. დღეს ჩვენი პატარა სტუმრების შემოქმედების გაზიარებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამ ბავშვებისა და მოზარდების შესაძლებლობები ამოუწურავია. ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ და ხელი შევუწყოთ მათი ამ ნიჭის რეალიზებასა და განვითარებას. მუნიციპალიტეტის საკრებულო დედაქალაქის მერიასთან ერთად აუცილებლად გააგრძელებს ყველა იმ მხარდამჭერ პროგრამას, რომლებიც მათთვის შესაფერისი პირობების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ასევე გავაგრძელებთ ისეთ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას, როგორიც დღეს აქ წარმოდგენილი „მშობელთა ხიდია“. ბავშვებსა და მოზარდებზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაცაა და ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაც. გისურვებთ წარმატებებს და მადლობას გიხდით თქვენი შემოქმედებით განცდილი სიამოვნებისა და მიღებული შთაბეჭდილებებისთვის”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პარაორკესტრის წევრებს ასევე სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის წევრებმა რიმა ბერაძემ და ელისო ბოლქვაძემ.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის, თქმით, დედაქალაქი წლიდან წლამდე აძლიერებს შშმ ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერის პროგრამებს და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნის პროცესში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის ვალია.
„პარაორკესტრის მიერ არაჩვეულებრივი შესრულება, ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები მათი უსაზღვრო შესაძლებლობების კიდევ ერთი დასტურია. "მშობელთა ხიდის" მსგავსი ორგანიზაციების არსებობა, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობა ჩვენი ბავშვების და მოზარდების კეთილდღეობის წინაპირობაა. ბავშვებსა და მოზარდებზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, მათთვისშესაბამისი გარემოს შექმნის პროცესში აქტიური მონაწილეობა თითოეული ჩვენგანის ვალია. წარმატებებს ვუსურვებ ყველა წამოწყებასა და აქტივობას, რომლებიც შშმ პირთა კეთილდღეობას ემსახურება", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ღონისძიებაზე „მშობელთა ხიდის“ დირექტორმა თეონა ყაჭეიშვილმა ცენტრის ბენეფიციართა საჭიროებებზე, მუნიციპალური პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მუსთერაპიის მეთოდის უნივერსალურობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი ელენე დუმბაძე, ამერიკული ჰოსპიტლის აღმასრულებელი დირექტორი ერჯან აიილდიზი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023