თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ წარადგინა. ლევან მიქავას განცხადებით, ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები შესრულდა 103,1 %-ით - 930 მლნ 239,6 ათასი ლარით, ხოლო გადასახდელები შესრულდა 96,3%-ით -1მლნ 080 555,4 ათასი ლარით.
მანვე დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე, კერძოდ კი, 2020 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების მაჩვენებლებზე.
წარმოდგენილი ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განისაზღვრა 22,371.5 ათასი ლარით, საკასო შესრულებამ შეადგინა 21,557.9 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 96.4%,
რაც შეეხება, სოციალური დაცვის სფეროს, მის დასაფინანსებლად გეგმა განსაზღვრული იყო 127,368.3 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ შეადგინა 124,996.5 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 98.1%
ჯანმრთელობის დაცვა 21,557.9 ათასი ლარით დაფინანსდა და სხვადასხვა ქვეპროგრამებზე გადანაწილდა, მათ შორის: დაავადებათა სკრინინგი, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება, ტრანსპლანტაცია.
ამასთანავე, 530.4 ათასი ლარით განისაზღვრა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება, ხოლო აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის კი 4,792.9 ათასი ლარი გამოიყო, რამაც გეგმის 92% შეადგინა.
125,000.5 ათასი ლარით დაფინანსდა სოციალური დაცვა, რომელიც შემდეგ ქვეპროგრამებზე გადანაწილდა: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდება , კომუნალური სუბსიდირება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება, სოციალური მზრუნველობის სააგენტოს ხელშეწყობა, ასევე საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება, უფასო სასადილოებით მომსახურება და სხვა.
როგორც სხდომაზე აღნიშნეს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად კარგი მაჩვენებლებით შესრულდა. დეპუტატებმა ასევე იმ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023