თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა, სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N20-122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ გოგიტიძემ გააცნო.
აღნიშნული ცვლილებით თბილისის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებს ახალი ქვეპროგრამა - „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება“ დაემატა. შესაბამისად, საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N20-122 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესებს ემატება „სახსრების ენდოპროთეზირების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, რომელიც აღნიშნული ახალი პროგრამის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.
ახალი ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელი იქნება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, თბილისის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული და რომლებსაც წესით გათვალისწინებული ენდოპროთეზირება ესაჭიროება.
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე პირებისათვის მენჯ-ბარძაყის ან/და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებას (დაზიანებული ან შეცვლილი სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური იმპლანტით). ქვეპროგრამის განმახორციელებელია თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური. მომსახურების დაფინანსება განხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მეშვეობით, არაუმეტეს 6 000 ლარის ოდენობით, პაციენტის თანაგადახდა განისაზღვრება ფაქტიური ხარჯის გათვალისწინებით. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის პირმა უნდა მიმართოს თბილისის მერიას და წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარადგინოს.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023