03 ნოემბერი 2022
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე, თბილისის საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“-ს თავმჯდომარის ოთარ გრიგოლიას წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უმრავლესობის წევრი კახაბერ ლაბუჩიძე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ტოვებს და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში გაწევრიანდება.
დეპუტატი მარიამ ზაქარეიშვილი კი ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიიდან სატრანსპორტო კომისიაში გადაინაცვლებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის მიერ სხდომაზე წარდგენილ კომისიათა შემადგენლობის ცვლილებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.