თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2015 წლის მუშაობის ანგარიშის მოსმენას დაესწრო.
დედაქალაქის მერიაში გამართულ პრეზენტაციას თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უძღვებოდა, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.
გიორგი ბუთხუზის განცხადებით, გასულ წელს ცენტრმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რამაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო, კერძოდ, 2015 წელს გაიხსნა დამატებითი პუნქტები, განახლდა კავშირგაბმულობის სისტემები, ელექტროგენერაცია და გათბობის სისტემები, ასევე გარემონტდა ცენტრის რაიონული სამსახურები.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ პრეზენტაციას მერის მიადგილე ნინა ხატისკაცი, ჯანდაცვის და სოციალური საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლები და 112 ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.