თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური მომსახურების მიწოდების მნიშვნელოვანი და აქტუალური პროგრამები 2020 წელსაც გაგრძელდება.
,,ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნითა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, ჯანდაცვის პროგრამისთვის 16 722,0 ათასი ლარი განისაზღვრა, რომლის ფარგლებშიც გრძელდება და გათვალისწინებულია: ,,c" ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების და ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამები, ასევე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება და ტრანსპლანტაცია.“- აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ.
სოციალური დაცვის პროგრამებისთვის კი ჯამში 134 973,8 ათასი ლარი გამოიყო, რაც ქვეპროგრამების დაფინანსებას მოხმარდება. მათ შორისაა: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიური დახმარება, შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა, უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, ხელოვნების სკოლებსა და სპორტულ დაწესებულებებში.
ასევე ბიუჯეტით გათვალისწინებულია: უფასო სასადილოებით მომსახურება და დაზიანებულ სახლებში მცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხების გაცემა რაიონებში.
2020 წლის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მიმართულებისთვის გაწერილი ბიუჯეტი საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მეტროსა და საბაგიროთი უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების პროგრამასაც ითვალისწინებს, ასევე სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების პროგრამების დაფინანსებასაც გულისხმობს.
წარმოდგენილი ცვლილებების დეტალური განხილვის შემდეგ, კომისიის წევრებმა საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023