07 მარტი 2019
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრება ა(ა)იპ - თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის 2016-2018 წლებში შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს, რომელიც თავშესაფრის დირექტორის მოადგილემ - ნინო ბისეიშვილმა წარადგინა.
თავშესაფარი, რომლის მიზანიც ბენეფიციარებისათვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობაა, პერმანენტული სერვისების ფარგლებში, ბენეფიციარებს სრულ სამედიცინო მომსახურებასაც სთავაზობს.
კომისიის თავმჯდომარემ თავშესაფრის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა წარმოდგენილი ანგარიშისა და გაწეული სამუშაოსთვის.
კომისიის სხდომას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.