დღეს, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრ ლევან აბაშიძესთან ერთად საქართველოს sos ბავშვთა სოფელს ეწვია.
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა, ბავშვთა სოფლის პროგრამების დირექტორთან მარინე შაღაშვილი-ქავთარაძესთან ერთად, ბენეფიციართა საცხოვრებელი გარემო დაათვალიერეს, მოზარდებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ.
„თბილისის მერია უმნიშვნელოვანეს პროგრამას ახორციელებს. მომავალ თაობაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული და გამორჩეული თემაა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. საქართველოს sos ბავშვთა სოფელი "მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის" განხორციელების ქვეპროგრამაშია ჩართული.
ბავშვთა სოფელი სისტემაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს. მოზარდებზე ზრუნვის ხარისხი დღითიდღე იზრდება. ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა კი თითოეული ჩვენგანის ვალია. დღევანდელი ვიზიტიც ამ მიზანს ემსახურებოდა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
„მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის“ პროგრამა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას მოიცავს. ქვეპროგრამას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
ახორციელებს.
ქვეპროგრამით მოსარგებლეები თბილისში რეგისტრირებული,18 წლიდან 21 წლამდე ასაკის პირები არიან, რომლებიც სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარები იყვნენ, სრულწლოვანების მიღწევის გამო დატოვეს ის და საცხოვრისს საჭიროებენ.
პროგრამა მოზარდების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, პროფესიულ გადამზადებას, დასაქმების ხელშეწყობას, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის გაწევას, ცნობიერების ამაღლებას, განათლებას და ჯანმრთელობის დაცვას მოიცავს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023