საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს წევრებთან ერთად ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარს ეწვია.
საკრებულოს წარმომადგენლებმა თავშესაფარში არსებული საცხოვრებელი გარემო დაათვალიერეს და იქ მცხოვრებ ბენეფიციარებს შეხვდნენ.
კომისიის თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა თავშესაფრის ხელმძღვანელობასთან ერთად, ბენეფიციართა ყოფის გაუმჯობესების და ამ მიმართულებით არსებული რესურსების გამოყენების შესახებ იმსჯელეს.
ლილოს თავშესაფარი თბილისის მერიის ხელშეწყობით 2015 წლიდან ფუნქციონირებს და 240 მაძიებელზეა გათვლილი. 2021 წელს თავშესაფრის მომსახურებით 180-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. მიმდინარე წლიდან დღემდე კი თავშესაფარში 107 ბენეფიციარი ცხოვრობს. თავშესაფრის მცხოვრებლები კვებით, პირველადი მოხმარების საგნებით და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილნი არიან.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023