თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრებთან ერთად სათემო ორგანიზაცია "ონკოლაინ ჯორჯიას" წარმომადგენლებს შეხვდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე "ონკოლაინის" დამფუძნებლებმა მარიამ ბერძულმა და სოფო ფირანიშვილმა რეგიონებში ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგ პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის, ასევე პაციენტის დიაგნოსტირებიდან განკურნებამდე საჭირო სერვისების შეთავაზების, მიწოდების, ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროებასა და პოზიტიური კამპანიების წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ორგანიზაცია "ონკოლაინი " 5 ათას 300 პაციენტს აერთიანებს. ამ მიმართულებით ინფორმაციის, გამოცდილების გაზიარება,მოტივაციის ამაღლება,ფსიქოლოგის ჩართულობა, როგორც დაავადების, ასევე ადვოკატირების მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია,ორგანიზაციის მთავარი გზავნილია.
"ონკოლოგიურ დაავადებათა შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ადრეულ სკრინინგ პროგრამაში მოსახლეობის ჩართვა, ამ დაავადებათა დამარცხების წინაპირობაა. ჩვენი მიზანი ონკოპაციენტების გამოჯანმრთელებაა. მუნიციპალურ დონეზე ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.