თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს თუბა ოზუთოქს და მის მოადგილეს სალიჰა გიუნერ ბაირაქდარს შეხვდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრას მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა.
შეხვედრა ზურაბ ჩიკვილაძემ გახსნა, სტუმრებს მიესალმა და მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მობრძანებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ვინაიდან, საინტერესოა თქვენი მუშაობის სპეციფიკის გაცნობა და ჩვენი საქმიანობის გადაკვეთის წერტილების მოძებნა. ეს კი მომავალი ნაყოფიერი და ძალიან სასარგებლო თანამშრომლობის საწინდარი შეიძლება გახდეს“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
შეხვედრაზე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს კოორდინატორს საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის საქმიანობის სპეციფიკა გააცნო და სტუმრებს თბილისში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მიმართულებით მოქმედ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდა.
ზურაბ ჩიკვილაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე რომლებიც ტრანსპლანტაციას, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციას, მუნიციპალური მიუსაფართა თავშესაფრის მოვლა-პატრონობა/ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფთა და სხვა პრობლემების მქონე პირთა მომსახურებას, დაავადებათა სკრინინგს ეხება.
თავის მხრივ თუბა ოზუთოქმა ზურაბ ჩიკვილაძეს საკრებულოში გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ სააგენტოს სპეციფიკიდან გამომდინარე თანამშრომლობა საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიასთან რეალურია.
„ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში 1994 წლიდან საქმიანობს და დღემდე ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ადმინისტრაციული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მიმართულებით 700-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით და მოხარული ვიქნებით თუ ამისი შანსი მოგვეცემა“, - განაცხადა შეხვედრაზე თუბა ოზუთოქმა.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობას დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა, რომელიც 1992 წელს დაარსდა და დღეისათვის 59 ქვეყანაში საქმიანობს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023