თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, კომისიის წევრებთან, საბურთალოს მაჟორიტარ წევრთან ავთანდილ ცინცაძესთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან გელა ჩივიაშვილთან და საბურთალოს რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან ერთად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის საბურთალოს ფილიალს ეწვია.
სტუმრები ცენტრის მუშაობას გაეცნენ, სკრინინგ ცენტრის დირექტორთან ეთერ კიღურაძესთან ერთად არსებული გარემო დაათვალიერეს და ფილიალის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, საბურთალოს სკრინინგ ცენტრს ვეწვიეთ. თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სკრინინგის პროგრამა, რომელიც 2023 წელსაც უწყვეტად გაგრძელდება, ქალბატონების ჯანმრთელობის წინაპირობაა.
ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობის როლი დიდია. კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების გაზრდის პროცესში თითოეული ჩვენგანის დროული მონაწილეობა დიაგნოსტიკისა და პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა სკრინინგ ცენტრის საბურთალოს ფილიალში სტუმრობისას ზურაბ ჩიკვილაძემ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023