თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრებთან და დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან გელა ჩივიაშვილთან ერთად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალს ეწვია.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ფილიალის მუშაობას გაეცნენ, სკრინინგ ცენტრის დირექტორთან ეთერ კიღურაძესთან ერთად არსებული გარემო დაათვალიერეს და ფილიალის განვითარების სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მოისმინეს.
„სკრინინგის პროცესში უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ჩართულობა. ამ პროგრამას ახორციელებს და სრულად აფინანსებს დედაქალაქის მერია. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების გაზრდის პროცესში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალები, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში ოთხ ლოკაციაზეა განთავსებული.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023