თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრთან ლევან აბაშიძესთან და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორთან თუბა ოზუთოქთან ერთად დღის ცენტრს "მშობელთა ხიდს" ეწვია.
სტუმრები ცენტრის ხელმძღვანელს თეონა ყაჭეიშვილს და მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს შეხვდნენ და ის გარემო დაათვალიერეს, სადაც ბენეფიციარები შესაბამის თერაპიებს გადიან.
შეხვედრაზე ცენტრის ხელმძღვანელმა სახელმწიფოს მხარდაჭერისა და ბენეფიციართათვის საჭიროებების უზრუნველყოფის პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტებმა კი დამსწრეებს "მშობელთა ხიდის" მუშაობის პრინციპი გააცნეს და აღნიშნული ცენტრის პარაორკესტრი წარუდგინეს.
ბენეფიციარებმა სტუმრებს თავიანთი ნამუშევრებიც დაათვალიერებინეს.
„ბავშვებზე და მოზარდებზე ზრუნვა, ჩვენთვის პრიორიტეტული თემაა. მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნის პროცესში აქტიური მონაწილეობა თითოეული ჩვენგანის ვალია. დღევანდელი ვიზიტიც ამ მიზანს ემსახურება. სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით არაერთი კეთილი საქმის გაკეთება შეგვიძლია. „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციართა საჭიროებებიდან გამომდინარე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან ერთობლივი აქტივობების განხორციელება დავისახეთ მიზნად. მსგავსი დღის ცენტრების არსებობა ჩვენი ბავშვების და მოზარდების კეთილდღეობის და სრულფასოვანი მომავლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალ წამოწყებასა და აქტივობებს, რაც შშმ პირთა კეთილდღეობას ემსახურება",- განაცხადა ცენტრში სტუმრობისას ზურაბ ჩიკვილაძემ.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა თუბა ოზუთუქმა კი საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, TIKA-მ 1994 წლიდან დღემდე სხვადასხვა მიმართულებით 700-ზე მეტი პროექტი განახორციელა, რომელთა უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანადგომასა და საჭიროებიდან გამომდინარე მათ დახმარებას ეხებოდა. თუბა ოზუთუქმა საკრებულოს წევრებთან თანამშრომლობით „მშობელთა ხიდის“ თანადგომის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023