თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრ ლევან აბაშიძესთან ერთად, დღის ცენტრს "მშობელთა ხიდს" ეწვია.
საკრებულოს წევრებს ცენტრის ხელმძღვანელმა თეონა ყაჭეიშვილმა უმასპინძლა და გარემო დაათვალიერებინა, სადაც ბენეფიციარები შესაბამის თერაპიებს გადიან. მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა სტუმრებს „მშობელთა ხიდის“ მუშაობის პრინციპი გააცნეს.
დღის ცენტრში სტუმრობისას ზურაბ ჩიკვილაძე და ლევან აბაშიძე ცენტრის პარაორკესტრის წევრებს შეხვდნენ. სპეციალისტებმა საკრებულოს წევრებთან, მუსიკის, როგორც საუკეთესო არტ-თერაპიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრებს თავიანთი ნამუშევრები დაათვალიერებინეს.
„3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შშმ პირთა ყველა სფეროში ჩართულობის გაზრდაა. ბავშვთა და მოზარდთა უფლებებზე ზრუნვა, პრიორიტეტული თემაა.
შშმ პირთა ჯანდაცვის, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა თითოეულის ჩვენგანის ვალია. დღევანდელი ვიზიტიც ამ მიზანს ემსახურება. "მშობელთა ხიდის" მსგავსი ორგანიზაციების და დღის ცენტრების არსებობა ბენეფიციართა კეთილდღეობის და სრულფასოვანი მომავლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალ წამოწყებას და აქტივობას, რაც შშმ პირთა კეთილდღეობას ემსახურება",-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023