21 აგვისტო 2025
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე კომისიის წევრთან, ნათია მოდებაძესთან ერთად, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს ესტუმრა.
ზურაბ ჩიკვილაძეს და ნათია მოდებაძეს, გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა კლინიკის განახლებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და კლინიკა დაათვალიერებინა.
ცენტრის საქმიანობის გაცნობის შემდეგ, გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მუნიციპალური პროგრამების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
„საქმიანი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ვისაუბრეთ ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე. რამდენიმე საინტერესო ინიციატივა და წინადადება დაისვა გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის, სკრინინგის პროგრამაში ჩართვის შესახებ, "- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელობა ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით, მომავალ შეხვედრებსა და საქმიან ურთიერთობაზე შეთანხმდნენ.