11 ოქტომბერი 2022
დღეს,თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, საქართველოს პარლამენტის წევრთან გიორგი ვოლსკისთან ერთად, თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან გიგა სოფრომაძესთან ერთად, ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრს "მზის სივრცეს" ეწვია. აღნიშნულ ცენტრში, ზურაბ ჩიკვილაძე ღონისძიებას "თბილისობა მზის სივრცეში" დაესწრო. საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ბენეფიციარებს შემოდგომის დადგომა მიულოცა და ცენტრში გამართულ აქტივობებში მონაწილეობა მიიღო.
"ნიშანდობლივია დღევანდელი ღონისძიება. "მზის სივრცეში"ბავშვებთან ერთად კიდევ ერთხელ ავღნიშნეთ შემოდგომის დადგომა. ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამა, რომელიც "შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას" მოიცავს, ჩვენი ბავშვების და მოზარდების ჯანსაღი მომავლის, პოზიტიური გარემოს შექმნის წინაპირობაა,"-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.