თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე ამერიკული ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორს, ერჯან აიილდიზს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისში საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სტუმრებს მიესალმა და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ქვეყანაში მოქმედი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ზურაბ ჩიკვილაძემ ჰოსპიტლის წარმომადგენლებს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის საქმიანობის სპეციფიკაც გააცნო და იმ მუნიციპალურ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაც თბილისის მერია ახორციელებს. კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება განსაკუთრებით იმ სეგმენტის დახმარებაზე გაამახვილა, რომელსაც გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდება.
„ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი სტატუსის მქონე პირთათვის, რისი წინაპირობაც თბილისის მერიის მხრიდან მოქალაქეთა კვლევების და საჭირო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაა. მზად ვართ ერთობლივი პროექტების განხილვისთვის და შემდგომში მათი განხორციელებისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
თავის მხრივ, ერჯან აიილდიზმა ამერიკული ჰოსპიტლის მსგავსი მრავალპროფილური კლინიკების არსებობის, პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების, მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის სახელმწიფოსა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამერიკული ჰოსპიტლის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიასთან ხანგრძლივი თანამშრომლობისა და ერთობლივ აქტივობებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ სამუშაო შეხვედრას ჰოსპიტლის მენეჯმენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023