თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე კომისიის წევრთან, ლევან აბაშიძესთან ერთად, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას ეწვია.
საკრებულოს წევრებმა კლინიკის დირექტორ თამაზ ჩხიკვაძესთან ერთად სამედიცინო დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იმ გარემოს გაეცნენ, რომელშიც პაციენტები მათთვის საჭირო სერვისებს იღებენ.
კლინიკის დათვალიერებისას თამაზ ჩხიკვაძე სტუმრებს გეგმიური, სრული ამბოლატორიული მომსახურების, ლაბორატორიული გამოკვლევების პროცესში მაღალი ტექნოლოგიური აღჭურვილობის ეფექტიანობასა და უცხოეთის არაერთი ქვეყნის საუნივერსიტეტო კლინიკებთან თანამშრომლობის გამოცდილების მნიშვნელობაზე ესაუბრა. კლინიკის დირექტორმა ასევე მკურნალობის პროცესში მოქალაქეებისთვის მუნიციპალური თანადაფინანსების არსებობაზე გაამახვილა ყურადღება.
კლინიკაში სტუმრობისას საკრებულოს წევრები მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებულ სამედიცინო პერსონალსაც შეხვდნენ.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, მოქალაქეების ჯანმრთელობა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა.
„ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკების არსებობა მნიშვნელოვანია.
გეგმიური ამბოლატორიული მომსახურება, პაციენტზე ორიენტირებულობა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები მოქალაქეებისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ სერვისებისადმი ნებისმიერი სტატუსის მქონე პირთა ხელმისაწვდომობაა, რასაც დედაქალაქის მოსახლეობისთვის კვლევების თანადაფინანსებით თბილისის მერია ახორციელებს. მსგავსი სერვისების არსებობა საზოგადოების ჯანმრთელობის გარანტიაა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023