17 აპრილი 2025
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე კომისიის წევრებთან, ნათია მოდებაძესთან და ანა კაკაბაძესთან ერთად ავერსის კლინიკას ეწვია.
სტუმრებს კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ჯორბენაძემ უმასპინძლა და არსებული გარემო გააცნო. კლინიკა აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით და პაციენტები ადგილზე იღებენ მაღალი ხარისხის მომსახურებას. მხარეებმა შეხვედრისას მუნიციპალური პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
„დღეს ვესტუმრეთ ავერსის კლინიკას, დეტალურად გავეცანი კლინიკის მუშაობის პრინციპს, მათ უახლეს სერვისებს. აქ პაციენტის ჯანმრთელობა და კომფორტი მთავარი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობას ასეთი მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლია მიიღოს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება. მინდა წარმატებები ვუსურვო კლინიკის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში და მადლობა გადავუხადო გულთბილი მიღებისთვის," - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.