თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ ქართველ მედიკოსებს ექიმების საერთაშორისო დღე მიულოცეს.
საკრებულოს წარმომადგენლები პროფესიული დღესასწაულის მისალოცად მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პროფესორს ნანა ტატიშვილსა და აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნოდარ ლომიძეს პირადად ეწვივნენ.
შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ქართველ მედიკოსებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მათ საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„დღეს აღინიშნება ყველაზე ჰუმანური, კეთილშობილური, რთული და საჭირო პროფესიის ადამიანების - ექიმების საერთაშორისო დღე. ქართულ სამედიცინო საზოგადოებას, მათ, ვისაც ვანდობთ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს. ვუსურვებ წარმატებას, წინსვლას მათ საპასუხისმგებლო საქმიანობაში. ჩვენმა ექიმებმა დიდი ხანია დაიმსახურეს საზოგადოების სიყვარული და პატივისცემა, მათი შრომა კი ნამდვილად შეუფასებელია. მადლობას ვუხდი ქართველ ექიმებს ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის და უამრავი გადარჩენილი სიცოცხლისთვის!”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ქართველი ექიმებისადმი პროფესიული დღესასწაულის მილოცვისას საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ ქართველ მედიკოსებს გმირები უწოდა, რომლებიც თითოეული მოქალაქის სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან.
„დღეს მთელს მსოფლიოში ექიმთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ გმირები არიან - ეს ჩვენი ექიმებია. მთელი ცხოვრებისა და განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი ჩვენი ოჯახების, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამისთვის და წარმატება ვუსურვო“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ექიმების პროფესიული დღე 1971 წლიდან აღინიშნება. ეს დღე მსოფლიოს ორი ყველაზე ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციის - ჰუმანიტარული ასოციაციის „ექიმები საზღვრების გარეშე“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით დაარსდა.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023