20 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან - არჩილ ნიჟარაძესთან, შალვა პერანიძესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ ალექსანდრე ასათიანთან და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გელა ჩივიაშვილთან - ერთად ესტუმრა ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრს „ფაზლი“.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თამარ ცქიტიშვილმა და კლინიკურმა დირექტორმა ქეთევან ტალახაძემ არსებული გარემო დაათვალიერებინეს და ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა, უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა იმ ბავშვებისა და მოზარდების მიმართ, რომლებიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის აბილიტაციის პროგრამაში არიან ჩართულნი.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს არცერთი ბავშვი არ არის მომლოდინეთა სიაში. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებას 2400-მდე ბენეფიციარი იღებს. ჩვენ სერვისის მიმწოდებელ 11 ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, რომლებშიც გადანაწილებული არიან ბენეფიციარები. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ იმისათვის, რათა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სერვისი მაღალი ხარისხით იყოს მიწოდებული“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტს „ვივამედს“ ეწვია
მარტი 12,2026
ბექა მიქაუტაძე: ბოლო ერთ წელიწადში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალებში სხვადასხვა სახის 209 959 უფასო სკრინინგული კვლევა განხორციელდა
მარტი 06,2026
საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა გაიმართა
თებერვალი 24,2026