თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდნენ. მშენებლობა აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის ინიციატივით იწყება და რეგიონული მნიშვნელობის იქნება, რომელსაც ანალოგი არ აქვს.
აუტიზმის ეროვნული ცენტრი 16 წელს ზემოთ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს მოემსახურება. კომპლექსის მნიშვნელოვანი კომპონენტი სოციალური წარმოებაა, რომელიც აუტიზმის მქონე მოზარდ და ზრდასრულ ადამიანებს სამუშაო უნარ-ჩვევების შეძენაში და შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება.
ცენტრის მშენებლობისთვის 2 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ გამოყო.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023