თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ,,დანგრეული სახლების მცხოვრებთა კომპენსაციის ‘’ ქვეპროგრამის განხორციელების წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. აღნიშნული ცვლილების თაობაზე, დეტალური ინფორმაცია კომისიის წევრებს ისნის რაიონის გამგებელმა წარუდგინა.
როგორც კახაბერ ლაბუჩიძემ განმარტა, წესი, რომელიც ბინის ქირის კომპენსაციის გაცემის პირობებსა და პროცედურებს ითვალისწინებს, გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს.
კერძოდ, პირმა, რომელსაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საცხოვრებელი ფართი დაკარგული აქვს, გამგეობას განცხადებით რეგისტრაციის ადგილის შესაბამისად უნდა მიმართოს. ხოლო, უძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში დაზარალებულმა დახმარება იმ რაიონის გამგეობიდან უნდა მიიღოს, სადაც მისი საცხოვრებელი ფართია განთავსებული.
მესამე ცვლილების თანახმად, დაინტერესებულ პირზე კომპენსაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მას და მის ოჯახს საცხოვრებლად ვარგისი ფართი არც თბილისის მუნიციპალიტეტში და არც საქართველოს მასშტაბით გააჩნია.
მეოთხე ცვლილებით კი, საკომპენსაციო თანხების გაცემის ვადა 2018 წლის საბიუჯეტო წლის ბოლომდე განისაზღვრება.
,,დღეს დანგრეული სახლების კომპენსაციის გაცემის წესზე ვიმსჯელეთ. შემოთავაზებული იყო 4 ცვლილება, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ქირით უზრუნველყოფის წესის ცვლილებას გულისხმობს, რაც გამგეობებს მოქალაქეებისთვის ქირის გაცემას გაუმარტივებს’’,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, ოპოზიციისა და გამგეობების წარმომადგენლების ჩართულობით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც აღნიშნული წესის დახვეწის თაობაზე იმსჯელებს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023