16 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების თაობაზე იმსჯელეს. კომისიის წევრებმა საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პარტიული სიით არჩეული თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამონაცვლე წევრის, ნიკოლოზი ჭუჭულაშვილის საკრებულოს კომისიებში გაწევრიანების საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
2025 წლის 12 დეკემბერს, გაიმართა ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" სხდომა, რომლის ფარგლებშიც, აღნიშნული ფრაქციის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი შემდეგ საკითხებს:
1. ნიკოლოზ ჭუჭულაშვილის ფრაქციაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გაწევრებას;
2. ნიკოლოზ ჭუჭულაშვილის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში გაწევრებას;
3. ნიკოლოზ ჭუჭულაშვილის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიაში გაწევრებას.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ დაადგინა, რომ დაცულია საკრებულოს ფრაქციის მიერ კომისიის წევრის წარდგენის წესი და წარმოდგენილი ცვლილება შეესაბამება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.
კომისიამ დანართის სახით წარადგინა, ზემოაღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობა, რომელიც ცნობის სახით საკრებულოს ბიურომ მიიღო.