თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიათა პერსონალური შემადგენლობების ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი წევრის, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩახვაშვილის საკრებულოს საქმიანობაში ჩართვის და მისი საკრებულოს კომისიებში გაწევრიანების საკითხი.
თამარ ჩახვაშვილი საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიების მუშაობაში ჩაერთვება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ დაადგინა, რომ დაცულია საკრებულოს ფრაქციის მიერ კომისიის წევრის წარდგენის წესი და წარმოდგენილი ცვლილება შეესაბამება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის შემადგენლობას უერთდება ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ცინცაძე.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შემადგენლობას შეუერთდება ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წევრი ანა კილაძე.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024