თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილების თაობაზე იმსჯელეს. კომისიის წევრებმა კომისიების შემადგენლობათა ცვლილებები განსაზღვრეს, მათ შორის საკრებულოს ახალი წევრის ანა კილაძის კომისიებში გაწევრიანების საკითხი. ანა კილაძე იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიების მუშაობაში ჩაერთვება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ დაადგინა, რომ დაცულია საკრებულოს ფრაქციის მიერ კომისიის წევრის წარდგენის წესი და წარმოდგენილი ცვლილება შეესაბამება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.
კომისიამ დანართის სახით წარმოადგინა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა პერსონალურ შემადგენლობა, რომელიც ცნობის სახით უნდა მიიღოს ამავე საკრებულოს ბიურომ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024