თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინეს.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, 2024 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით, დღეს წარმოდგენილი პროექტი 62 442,3 ათასი ლარით არის გაზრდილი და ბიუჯეტის მოცულობა 1 763 354,7 ათასი ლარით განისაზღვრა.
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებზეც გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება და თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
კომისიის სხდომა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024