თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დედაქალაქის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2023 წლის მუშაობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარადგინა.
ლევან ჟორჟოლიანმა დასაწყისში აღნიშნა, რომ ქალაქის იურიდიულ სამსახურთან თბილისის საკრებულოს და იურიდიულ საკითხთა კომისიას ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.
ანგარიშის წარდგენისას სერგო ბირკაძემ დედაქალაქის იურიდიული სამსახურის სტრუქტურასა და უფლება-მოვალეობებზე ისაუბრა. მან რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის სამართლებრივი აქტების განხორციელებაზე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკაზე, აღიარების კომისიის მუშაობაზე და სასამართლოსთან თანამშრომლობაზე. საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად კომისიის სხდომას მისი მოადგილეებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მათი კომპეტენციის ფარგლებში სამსახური მუშაობაზე დეტალურად ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დედაქალაქის იურიდიულ სამსახურთან მომავალშიც ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს და სამსახურის წარმომადგენლებს საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024