ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის ,,მოდული ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
კამპანიის ფარგლებში ლევან ჟორჟოლიანი მოსწავლეებს კონსტიტუციის 26-ე მუხლის (შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება) შესახებ ესაუბრა. საკრებულოს დეპუტატმა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შრომითი უფლებების როლის და ცნობიერების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც შეკითხევბი ეხებოდა არასრულწლოვნების შრომას, დეკრეტულ შვებულებას, დასაქმებულთა დაცვის გარანტიებს და ა.შ.
შეხვედრის დასასრულს პროექტის მონაწილეებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024